მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

01 მაისი 2024, 19:07 374 ნახვა

მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისგან იმის თქმა, რომ კანონის მიღება არ უნდა გაბედოს საქართველომ, თანაც იმ პირობებში, როცა ევროპის უმრავლეს ქვეყნებში მსგავსი კანონი არსებობს, არაევროპული და არადასავლურია.

„მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც, ნებისმიერ დროს მზად ვართ გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები.

 

ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები ერთი მხრივ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დეტალებში პირდაპირ ერევიან, ხოლო მეორე მხრივ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები, დღემდე, უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ მათ სინამდვილეში კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არ აქვთ. არგუმენტი ვერ იარსებებს, რომ ამგვარი კანონები მათთანაც მოქმედებს და თუ არ მოქმედებს, აქტიურად განიხილება, თუმცა, მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში მათგან ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება და მშრალი შანტაჟის ენით საუბარი უკიდურესად არაევროპული და არადასავლურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი