საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის დროს დაშავებულ 11 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მათივე განმარტებით, სამოქალაქო პირებთან ერთად, იყო ექვსი სამართალდამცველი.
უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი გაეწერა კლინიკებიდან.