მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სალომე ზურაბიშვილი

01 მაისი 2024, 00:48 365 ნახვა

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.

მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.

ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.

სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს",-წერს სალომე ზურაბიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი