პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

30 აპრილი 2024, 21:56 399 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა. 

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. 

პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.

მანამდე, პარლამენტთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას არ მისცემდნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი