100 წელი ავტოკეფალიის აღდგენიდან. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა, რომლის აღდგენასაც საუკუნეზე მეტი დასჭირდა. ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს სცნო.