ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია

29 აპრილი 2024, 17:57 316 ნახვა

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი თავისუფალია. ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა, მისი საქმის განხილვა კი პირველ მაისს ჩაინიშნა.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

ალექსი პეტრიაშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს. იგი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი