ხეების გადატანა

25 მარტი 2017, 00:00 2740 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის ციხისძირის მონაკვეთზე, ხეების მოჭრისა და გაკაფვის პროცესი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მრავალწლოვანი ნარგავების განადგურება უკანონოდ ხდება და მისი მიზანი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანისთვის სავალი ნაწილის გათავისუფლებაა. ოპოზიციონერის მტკიცებით, მიმდინარე სამუშაოების გამო ასევე უკანონოდ ხდება მოძრაობის შეფერხება ცენტრალურ მაგისტრალზეც. ელგუჯა ბაგრატიონმა ვითარების გასარკვევად საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოიძახა. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ საგზაო დეპარტამენტისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც. მათი განმარტებით, ხეების მოჭრა და გაკაფვა ტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება და ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი