აბსურდია, თითქოს ხელისუფლება ვინმეს აიძულებს 29 აპრილის საყოველთაო სახალხო შეკრებაში მონაწილეობას, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად გვიკავშირდებიან - ტიტე აროშიძე

28 აპრილი 2024, 14:33 397 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, 29 აპრილს, პარლამენტის წინ დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აბსურდია, თითქოს, ხელისუფლება ვინმეს აიძულებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.

ტიტე აროშიძის განცხადებით, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად უკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას სთხოვენ.

„ეს არის აფსურდი, ილუზიებში ცხოვრება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, თუ კი, დიდი ძალისხმევის შედეგად, მოახერხებენ და შეკრებენ 300-400 ადამიანს პარლამენტის წინ, ეს არის ხელისუფლების შეცვლის საფუძველი. ასე არ ხდება!

 

29 აპრილს ნახავენ, რეალურად, რას წარმოადგენს ხელისუფლება, რამდენი ადამიანის მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს, „ქართული ოცნება“ ატარებს, რამდენი ადამიანი ეთანხმება ქართული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას და ევროპისკენ ღირსებით სვლას. ხელისუფლებას წარმოადგენს ადამიანთა არმია, ჯარი, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების“ რიგებშია და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ, თავიანთი სურვილით მოდიან თბილისში, რათა დაესწრონ 29 აპრილის საყოველთაო შეკრებას, სადაც იქნება გაჟღერებული ჩვენი მთავარი მესიჯი -ღირსებით ევროპისკენ“, - აღნიშნულია ტიტე აროშიძის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი