მეორე დღეა ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ბათუმობის დღესასწაულს ზეიმობენ.
მთავარ ღონისძიებებს ძირითადად ბულვარი მასპინძლობს, სადაც მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და გასტრონომიული კუთხეები, მუზეუმებისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები.
დღეს საპატიო ბათუმელებს დააჯილდოვებენ, რომელთა ვინაობაც ამ დრომდე უცნობია.
„ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით სრულდება.