ხალხმრავლობაა ბათუმის ბულვარში, სადაც დილიდან სხვადასხვა აქტივობა იმართება. ცოტა ხნის წინ დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენა.
5 საათიდან კი საზაფხულო თეატრთან სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სხვადასხვა მუსიკალური ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები ენაცვლებიან ერთმანეთს, მოგვიანებით კი სცენაზე ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლს ვიხილავთ.
დღევანდელ საღამოს კი დიჯეი დაასრულებს.