„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანალიტიკური დოკუმენტი

24 აპრილი 2024, 11:50 385 ნახვა

„შეწყალების მიუხედავად მსჯავრდადებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“ - ამ სახელწოდებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანალიტიკური დოკუმენტი წარადგინა. ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. მათი თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოსცა და მიუხედავად ამისა, მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს ზემდგომ ინსტანციებში. მათივე თქმით, ორივე შემთხვევა ქართული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია. ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ რომ ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორინგის მიგნებებზე დაყრდნობით, შეწყალების, როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორების მექანიზმის მიმოხილვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი