მსახიობების პროტესტს ამჯერად ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეუერთდა. მსახიობები სპექტაკლ „თამაშის“ დასრულების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ. „რუსეთი ოკუპანტია - ჩვენი გზა ევროპაშია „ - თქვეს ბათუმის თეატრალური დასის მსახიობებმა. მათ სცენაზე გაიტანეს ტრანსპარანტი წარწერით: „ არა რუსულ კანონს“ .
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            