მესამე დღეა ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ზღვაში ორი მოზარდი შევიდა. ერთმა ტალღებიდან გამოსვლა შეძლო, მეორემ კი სანაპირომდე ვეღარ გაცურა.
თვითმხილველები პოლიციამ მომხდარიდან მალევე გამოკითხა. შემთხვევის შესახებ საგანგებო სამსახურმა 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ გაიგო და ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყო.