წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე

23 აპრილი 2024, 14:01 399 ნახვა

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მოსწავლეებმა სხვადასხვა წიგნის ისტორიებზე დაწერილი საკუთარი ესეები გამოფინეს.

ღონისძიებაზე ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე აგებული კომიქსი, სადაც აღწერილია როგორც ისტორია, ასევე ხმოვანი დიალოგები.

ნამუშევრის მიზანი ახალგაზრდების წიგნებთან დაახლოება, კითხვის პროცესის გამარტივება და საინტერესო ნაწარმოებების სხვადასხვა თანამედროვე ფორმით მიწოდებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი