უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, ფრონტზე 86 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

23 აპრილი 2024, 10:00 410 ნახვა

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 77 საჰაერო დარტყმა. 100-ჯერ დაარტყეს უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს. ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, ფრონტზე 86 სამხედრო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი