ბათუმში, მეორე დღეა ზღვაში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველთა ჯგუფები და სამართალდამცველები.
თვითმხილველების ინფორმაციით, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ზღვაში ორი მოზარდი შევიდა. ერთმა ტალღებიდან გამოსვლა შეძლო, მეორემ სანაპირომდე ვეღარ გაცურა. თვითმხილველი უკრაინის მოქალაქე და ზღვაში დაკარგულის თანმხლები პირები გუშინ დაკითხვაზე გადაიყვანეს.
შემთხვევის შესახებ საგანგებო სამსახურმა 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ გაიგო და ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყო.