საქართველო მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით - საგარეო უწყება

22 აპრილი 2024, 20:50 352 ნახვა

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

„საქართველო დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი