ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ზღვაში ერთ პირს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და სამართალდამცავები.
საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკარგული სავარაუდოდ, მოზარდია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მას შემდეგ მოვიდნენ, რაც 112-ზე შევიდა შეტყობინება.
შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი. მისი ინფორმაციით, ზღვაში ორი მოზარდი შევიდა. ტალღებიდან ერთმა გამოსვლა შეძლო, ხოლო მეორემ სანაპირომდე ვეღარ გამოცურა. თვითმხილველი უკრაინის მოქალაქეა. ის და ზღვაში დაკარგულის თანმხლები პირები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.