ვარშანიძის ქუჩის 182-184 ნომერში ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა 1 თვის განმავლობაში შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელია გენერალ ასლან აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების, ან ხახულის მეორე შესახვევის გავლით. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ვარშანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულდა 16 ხიდის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 31 მილიონი ლარია გათვალისწინებული.