საქართველოს ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან ე.წ. ბაიერები ესტუმრნენ. ისინი ექსპორტიორი კომპანიის საწარმოებში გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართულ კომპანიებს ექსპორტის მიმართულებით აქვთ. პროგრამა ასეთი ფორმატით პირველად ხორციელდება.
სულ, დახმარებას მიიღებს 50 ქართული კომპანია, რომლებსაც საექსპორტო კავშირებისა და ბაზრების გაფართოვება უნდათ.
ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის მხარდაჭერითა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით ახორციელებს.