ხმაურია ხელვაჩაურის მერიის შენობაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან მისვლას, რადგან მაჟორიტარს დღეს, მოქალაქეების მიღების დღე უნდა ჰქონოდა. როგორც მერიის დაცვის სამსახურში აცხადებენ, დეპუტატი ადგილზე არ იმყოფება.
შესვლის მცდელობისას, მერიის თანამშრომლებსა და ოპოზიიციის წევრებს შორის, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებსაც არ აძლევენ შენობაში შესვლის და დაპირისპირების გადაღების საშუალებას.