მირდატ ქამადაძე აქტივისტების დაკავებას გამორიცხავს

25 მარტი 2017, 00:00 2418 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მათი აქტივისტების დაკავებას გამორიცხავენ. განცხადება ამის შესახებ მირდატ ქამადაძემ  თოქ-შოუ ,,ფაქტორის” ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ბრალდებები, თითქოს აქციის დროს ძალადობის ინსპირირება ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა, აბსურდულია. შესაბამისად მათი წარმომადგენლების დაკავების საფუძვლები არ არსებობს. მირდატ ქამადაძის განცხადებას დებატებში აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტიამ უპასუხა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი