ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის საღამო ბათუმში

21 აპრილი 2024, 11:05 532 ნახვა

ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა ბათუმში. ფოლკლორისტი და ხალხური სიმღერის შემკრები ცნობილი მუსიკოსი კიდევ ერთხელ გაიხსენეს, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და ღვაწლზე. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ხალხური სიმღერების, უძველესი ჩანაწერების აღდგენისა და ჩაწერის საქმეში.

ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის დაარსება, მათ შორისაა “რუსთავი“ და მართვე“, რომლებსაც წლების გამავლობაში ხელმძღვანელობდა. ყველა ეს ისტორია ხსოვნის საღამოზე გაიხსენეს, პარალელურად კი შესრულდა ფოლკლორული სიმღერები, მათ შორის პოლიფონიური მუსიკა ანზრო ერქომაიშვილის საავტორო კრებულებიდან.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “არსიანი“, ვოკალური ანსამბლი “ბათუმი“, ბათუმის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი და მუსიკოსები: მარიამ ერქომაიშვილი და ლუკა ჭანიშვილი.

საღამო “არსიანის“ ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი