აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2024, 11:23 369 ნახვა

აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც, როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის – ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭურა. 

სენატი კანონპროექტს, მომავალ კვირას განიხილავს და ამერიკის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი