ოპოზიციის მიზანი დესტრუქცია, არეულობა, შფოთვა და ომია, დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, არჩევნები იქნება, სულ რაღაც, ექვს თვეში, კეთილი ინებონ, მოემზადონ არჩევნებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2024, 15:59 403 ნახვა

ყველამ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციის გეგმა და მიზანი დესტრუქცია, არეულობა, შფოთვა და ომია, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი აქტორები და პოლიტიკოსები, ისინი არიან სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელნი და მათ არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესი.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესი მათთვის უცხოა. ჩვენი ხალხის ინტერესს ისინი არ ცნობენ. მათგან არანაირ კრიტიკას არ მივიღებ. ვინ შეიძლება, დღეს მესაუბრებოდეს ევროინტეგრაციაზე. ჯალათი როგორ შეიძლება, მესაუბრებოდეს ადამიანის უფლებებზე. პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია, არგუმენტების წარდგენა და განხილვა. ეს არის პარლამენტი – უნდა გაიმართოს დებატები და გაიმარჯვოს საღმა აზრმა. დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება. არჩევნები იქნება, სულ რაღაც, ექვს თვეში, კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი