შარლ მიშელის კრიტიკული გზავნილი

19 აპრილი 2024, 20:36 418 ნახვა

"მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Euronews-თან საუბრობს და "ოცნების" მიერ კანონის რეინიცირებას ეხმაურება. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინოს, მიშელი ამბობს, რომ "საქმე აქამდე არ მისულა, თუმცა ნებისმიერი განვითარება, რაც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს".

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი