ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. 2023 წელს გამართულ ბავშვთა და სასკოლო სპორტულ თამაშებზე უჩხოს სკოლის ფრენბურთელებმა აჭარის ჩემპიონატი მოიგეს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს პირველობაზეც გაიმარჯვეს,რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონებიც გახდნენ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
ჩვენი სპორტსმენები სერბეთში გასამართ პლანეტის პირველობაზე იასპარეზებენ. უჩხოელ მოსწავლეებს ჯგუფში მეტოქეებად ბულგარეთის და უგანდას მოსწავლეთა ნაკრებები ეყოლებათ. საერთო ჯამში კი მედლებისთვის ტურნირზე 28 ქვეყნის გუნდი იბრძოლებს.
ჯგუფიდან პირველი და მეორე ადგილოსნები გადიან. მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს ასევე ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდიც.