კანონპროექტის პარლამენტში ხელახალ ინიცირებას და განხილვებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი აცხადებს.
„თბილისში დაკავებები იწყება. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგრამ საქართველოს ძლიერი პროევროპელი ხალხი ამბობს: „არა რუსულ კანონს“. „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელ ტვიტერზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოეხმაურა. მან ქართული მედიის ვიდეო გააზიარა. „ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში.“ - წერს ევროპარლამენტარი გვერდზე.