იაპონიამ მკაცრად დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე. განცხადება იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ გააკეთა. იაპონია ღრმად შეშფოთებულია, რომ ირანის თავდასხმა კიდევ უფრო გააუარესებს არსებულ მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთში - თქვა მან.
ირანმა შაბათს გვიან ღამით ისრაელის მიმართულებით კამიკაძე დრონები და რაკეტები გაუშვა. ეს ისრაელის ტერიტორიაზე მისი პირველი პირდაპირი შეტევა იყო, შურისძიების აქტი, რომელმაც უფრო მასშტაბური რეგიონული კონფლიქტის საფრთხე გააჩინა.
იაპონია მტკიცედ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ, თქვა ჰაიაშიმ და დასძინა, რომ ტოკიო გამოიყენებს ყველა საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ესკალაციის დასასრულებლად.