გუტერეში ირანსა და ისრაელს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს  

15 აპრილი 2024, 08:54 377 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ირანს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა და  შეახსენა გაეროს წევრებს, რომ ძალის გამოყენებით  შურისძიების აქტები  საერთაშორისო სამართლის მიხედვით იკრძალება.

"ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა. რეგიონის ხალხი დამანგრეველი სრულმასშტაბიანი კონფლიქტის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ახლა  განმუხტვისა და დეესკალაციის დროა", - განაცხადა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

ირანმა  ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა  1-ელ აპრილს სირიაში მის საელჩოს შენობაზე ისრაელის სავარაუდო თავდასხმის გამო განახორციელა, რომლის შედეგად  დაიღუპნენ რევოლუციური გვარდიის უმაღლესი მეთაურები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში