რუსეთი და ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს მიმართავენ

15 აპრილი 2024, 08:54 370 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა და ჩინეთმა ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ თეირანს სურს  თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია და ამ საკითხს დასრულებულად მიიჩნევს.

ირანი შაბათს  დრონებითა და რაკეტებით თავს დაესხა  ისრაელს.  თეირანის საჰაერო თავდასხმა 1-ელ აპრილს სირიაში ირანის საელჩოს შენობაზე ისრაელის თავდასხმის   საპასუხო აქტი იყო. თეირანი, რომელმაც შურისძიების პირობა დადო, განაცხადა, რომ დასჯიდა  ისრაელს ჩადენილი დანაშაულისთვის. ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს  საკონსულოზე თავდასხმას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე  განაცხადა, რომ დასავლეთმა  გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის საელჩოზე თავდასხმაზე პასუხის გაცემის მცდელობები დაბლოკა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში