მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა - ისრაელში საქართველოს ელჩი

14 აპრილი 2024, 17:39 412 ნახვა

ისრაელში საქართველოს ელჩი, ზაზა კანდელაკი ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

დიპლომატის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ცხელი ხაზის მეშვეობით საელჩოსგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

„საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელი უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ზაზა კანდელაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში