სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

14 აპრილი 2024, 16:43 407 ნახვა

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

„ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

 

საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

სიდნეის პოლიციის ცნობით, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი, ქართველია.

ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ 55 წლის ქალი, 13 აპრილს მომხდარი თავდასხმისას მოკლეს.

გუშინ, 13 აპრილს, სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს უცნობი მამაკაცი დანით დაესხა თავს. მან ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ხუთი ქალი და ერთი კაცი. პოლიციის სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდამსხმელი 40 წლის ჯოელ კაუჩია, რომელსაც, სავარაუდოდ, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცველები ტერორიზმის მოტივს გამორიცხავენ.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი