ბათუმის ქალთა საფეხბურთო გუნდს სპორტულმა ცენტრმა ახალი ეკიპირება გადასცა

14 აპრილი 2024, 14:18 470 ნახვა

ბათუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა 2023 წელს სამი ტურნირი მოიგო. ჩვენი გოგონები როგორც ფუტსალში, ასევე ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. მათ ასევე მოიგეს „ზამთრის თასის“ გათამაშება. მიმდინარე წლის ეროვნულ ჩემპიონატში „ბათუმი“ ამჯერად მეოთხე პოზიციაზეა და პლეი-ოფისთვის იბრძვის.

დღეს ბათუმის სპორტულმა ცენტრმა გოგონებს ახალი სპორტული ეკიპირება გადასცა. აქვე გეტყვით, რომ ქალთა საფეხბურთო გუნდის „ბათუმის“ საპატიო პრეზიდენტად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი თინა ზოიძე აირჩიეს.

სპორტული ცენტრის დირექტორის თქმით, მსგავსი აქციები კიდევ გაგრძელდება და სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, რაც არა მარტო სპორტის ამა თუ იმ სახეობის განვითარებას, არამედ მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში