მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო, შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც, ხშირად, უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებითაა გამოწვეული, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ველით, რომ რეგიონული ქვეყნები გადაწყვეტენ არსებულ პრობლემებს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.