აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.
ამის შესახებ, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ირანის მხრიდან, ისრაელზე იერიშის მიტანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.
„ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა.
როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, ბაიდენმა დელავერში მიმდინარე ვიზიტი გააუქმა და ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა კონსულტაცია გაევლო ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან.