ტეხასის შტატში სატვირთო ავტომობილი შენობას განზრახ შეეჯახა

13 აპრილი 2024, 08:02 479 ნახვა

ტეხასის  შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის  შენობას  სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. ინციდენტის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა.  შტატის  ხელისუფლების განცხადებით,  ეს მიზანმიმართული ქმედება იყო. 

შენობაში, რომელსაც ავტომანქანა შეეჯახა,  განთავსებულია სახელმწიფო დეპარტამენტის,   მათ შორის ტეხასის რეინჯერის პოლიციის ძალებისა და საავტომობილო სააგენტოს ოფისები.    

მძღოლი  42 წლის კლენარდ პარკერი დაკავებულია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში