ქობულეთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ხუცუბანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, 70 წლამდე კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძარმა საცხოვრებელი ბინა სრულად გაანადგურა.
ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც.