ქობულეთში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

10 აპრილი 2024, 16:35 427 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ზებრაზე მიმავალ არასრულწლოვანს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ტრავმები აღენიშნება. ამ დროისთვის პირველადი კვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში