ჩემპიონთა ლიგაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

10 აპრილი 2024, 10:55 402 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - გადაწყვეტილების მიზეზი ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი მედიასაშუალების მიერ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაა.

როგორც ბიბისი წერს, მედია მაყურებელს მოუწოდებს იმ სტადიონებზე თავდასხმისკენ, სადაც სამშაბათს და ოთხშაბათს მეოთხედფინალური მატჩები იმართება. უეფამ განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას საფრთხის შესახებ, მაგრამ თამაშები მადრიდში, პარიზსა და ლონდონში გეგმის მიხედვით გაიმართება.

ინფორმაციის ფლობას ადასტურებენ ესპანეთის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრებიც და ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მკაცრად იქნება დაცული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი