35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრილი 2024, 20:09 445 ნახვა

9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა -1989 წელის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. გაუფრთხილებლად, ხელკეტებით, ფარებითა და ნიჩბებით შეიარაღებული საბჭოთა ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუსწორდნენ. ვინც ხელკეტებს გადაურჩა, გაუგებარი ნივთიერებით მოწამლეს. დაიღუპა 21 და დაშავდა 400 ზე მეტი მოქალაქე. ორი წლის შემდეგ კი უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა როგორც ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ . 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე მოვლენების ქრონიკა თემო სალუქვაძის რეპორტაჟში

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი