35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 

09 აპრილი 2024, 14:05 401 ნახვა

ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეროვნული სიმბოლოსა და ამავდროულად ტრაგიკული დღე. დილიდან, 1989  წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებენ და საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებსა და თავგანწირულ ადამიანებს პატივს მიაგებენ.  9 აპრილის მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები და 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.

დილიდან  მემორიალთან   სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი  მიდის. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სანთლები დაანთეს. პოლიტიკოსების განცხადებით, 9 აპრილის გმირების თავგანწირვამ მოიტანა ის შედეგი, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა შეძლო.  

ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ ქვეყანა კვლავ გამოწვევებისა და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი