პეკინში ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

09 აპრილი 2024, 08:03 350 ნახვა

რუსეთი და ჩინეთი  ევრაზიის რეგიონში უსაფრთხოების შესახებ დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგასთან  ვანგ იისთან  მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

„ევრაზიის უსაფრთხოების ფორმირების   ამოცანა დგება“,- განაცხადა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ  პრესკონფერენციაზე.  ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ ანტიტერორისტულ თანამშრომლობას.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ, ლავროვმა  უპასუხა, რომ რუსეთი შეეცდება თავდასხმების შესახებ გაეროს ატომური ენერგიის  საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლებისგან  მიუკერძოებელი  შეფასება მიიღოს და შემდგომ  საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი