კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 

09 აპრილი 2024, 14:08 472 ნახვა

კანონი რეგისტრირებულია, ვეტო კი დაანონსებული. პარლამენტი ხმაურიანი განხილვებისთვის ემზადება.  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა  მომავალი კვირიდან საკომიტეტო ფორმატში დაიწყება.

მთავარი  ბრალდებები და არგუმენტი კი ისევ უცვლელია, ოპოზიციისთვის კანონპროექტი რუსულია, ,,ქართული ოცნება“  კი მათ რეაქციებს შავი ფულის გასაჯაროვების შიშით ხსნის.  ამ ფონზე ოპოზიცია სხვადასხვა მეთოდით ცდილობს კანონპროექტის დღის წესრიგიდან ჩამოშორებას, მათ შორისაა უკვე რეგისტრირებული  ალტერნატიული   ორი   პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირის გამოცდილებასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, მათთვის გაუგებარია ის კრიტიკა,რომელიც კანონპროექტის გარშემო დასავლელი პარტნიორებისგან ისმის.

დღეს საღამოს, 18  საათზე კი,ინიციატივის გასაპროტესტებლად რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში გაიმართება, მსვლელობაში მონაწილეობას მესამე სექტორი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მიიღებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი