ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლისთვის თარიღი დადგენილია - ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 აპრილი 2024, 22:05 193 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ცნობილია  რაფაში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციის დაწყების ზუსტი თარიღი, თუმცა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა.

რაფაჰი ღაზის სექტორიდან დევნილი პალესტინელების ბოლო თავშესაფარია. ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ კაიროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.

ორშაბათს ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროს შეხვედრაზე არანაირი პროგრესი არ ყოფილა. მანამდე შეხვედრის მასპინძელმა   ეგვიპტემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მხარეებმა წინსვლას მიაღწიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში