ისრაელის ჯარი ღაზაში ახალი ოპერაციისთვის ემზადება

08 აპრილი 2024, 13:44 335 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორი მომავალი ოპერაციების მოსამზადებლად დატოვა - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ  ჯარი სექტორის  სამხრეთ ქალაქ რაფაში გეგმავს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა კომენტარი გააკეთა ირანთან დაკავშირებით და თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს  ირანის ნებისმიერ საფრთხესთან გამკლავება შეუძლიათ. 

სატელევიზიო მიმართვისას ჰალევმა აღნიშნა, რომ  ისრაელს შეუძლია  ირანის წინააღმდეგ მტკიცედ იმოქმედოს როგორც  ახლო, ასევე   შორეულ ადგილებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში