ამჯერად დეპუტატების მთავარი განსახილველი საკითხი პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტებია, რომლებიც უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვას გულისხმობს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონის კი ოპოზიცია.
მხარეები ერთმანეთს ინიციატივას უწუნებენ, ურთიერთბრალდებებს კი არგუმენტებით პასუხობენ.