თურქეთში პროქურთული პარტიიდან გამარჯვებული მერობის კანდიდატი თანამდებობაზე აღადგინეს

04 აპრილი 2024, 08:02 437 ნახვა

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ვანში საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილების აღსანიშნავად, რომლის თანახმად პროქურთული პარტიის მერობის არჩეული კანდიდატი აბდულა ზეიდანი თანამდებობაზე აღადგინეს.

ზეიდანი კვირის   ადგილობრივ არჩევნებზე  ვანის მერად აირჩიეს, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ  გამარჯვებული კანდიდატის  პრეზიდენტ  ერდოღანის მმართველი პარტიის  კანდიდატით ჩანაცვლება სცადა, რომელიც ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა. ზეიდანმა ხმების დაახლოებით 55%, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა 27% მიიღო. ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში. ვანში მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. 

გადაწყვეტილება  უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ოთხშაბათს მოგვიანებით მას შემდეგ გააუქმა, რაც გამარჯვებულმა კანდიდატმა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დააანონსა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში