 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას 15 აპრილიდან შეძლებენ, - ინფორმაციას სფფ-ს ავრცელებს.
„უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ“, - წერია განცხადებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე http://euro2024.com/tickets
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პირველ შეხვედრას დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            