ტრამპი მიგრანტებს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციით ემუქრება

03 აპრილი 2024, 10:51 479 ნახვა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა ვისკონსინის შტატში გამართულ მიტინგზე ამერიკის ისტორიაში მიგრანტების ყველაზე დიდი დეპორტაცია დააანონსა. ტრამპმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს „პატიმრების“, „მკვლელების“, „ნარკომოვაჭრეების“, „ფსიქიკური პაციენტების“ და „ტერორისტების“ „შეჭრას“.

მანამდე, მიჩიგანში გამოსვლისას ტრამპმა შეერთებულ შტატებში ემიგრანტებს „ცხოველები“ და „არა ადამიანები“ უწოდა.  

ტრამპი ხშირად ამტკიცებს, რომ მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ მექსიკის საზღვარს, გამოქცეული არიან  თავიანთი ქვეყნების ციხეებიდან და თავშესაფრებიდან და  შეერთებულ შტატებში კრიმინალს აძლიერებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი